სტატიები

ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თანხის 25% გორის მერიამ ვერ აითვისა – კრიტიკა და მერის პასუხი

გორის მერიას ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების არაფექტურად ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, ამის ხელისუფლებამ ინფრსაქტრუტურის მიმართულებით გამოყოფილი თანხის 25% ვერ აითვისა, მაშინ როცა, მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრსაქტრუქტურული პრობლემაა მოუგვარებელი. 

“პროცენტებზეც რომ არ ვისაუბროთ, ფაქტია, გვაქვს ინფრაქსტრუქტურული პრობლემები. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მერიას აქვს ფული და ვერ ახერხებს იმას, რომ ხალხის მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით განახორციელოს ინფრასტრუქუტურული პროექტები ხარისხიანად”, – განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა. 

მერიის ანგარიშის მიხედვით:

  • 2022 წელს, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი იყო 45 686 200 ლარი, საიდანაც დაიხარჯა 34 280 500 ლარი;
  • მუხლში მერიას ნაშთის სახით 11 405 700 ლარი მორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მუხლის ბიუჯეტის 25% აუთვისებელი დარჩა. 
  • 74 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 100%-იანი შესრულება მხოლოდ 5 შემთხვევაში ფიქსირდება.

“ქალაქის მერი შვებულებებს იღებს მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან აუთვისებელი რჩება თანხები და ათასი ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოუგვარებელი” –  ამბობს ენმ-ის წევრი ნანა ლოთიშვილი.

ოპოზიციის კრიტიკას გორის მერმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ უპასუხა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, ბიუჯეტში თანხის მორჩენის მიზეზი გარდამავალი პროექტები იყო. 

“აუთვისებელი არ დარჩა. იყო გარდამავალი პროექტები, რომლებიც სრულდება. წელს ის გარდამავალი პროექტები დასრულდება და მომავალ წელს შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება ამ მიმართულებით”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა. 

მერის საპასუხო განცხადების მიხედვით, 2022 წელს, 74 ინფრსატრუქურული პროექტიდან 69 გარდამავალი პროექტი იყო. 

ამავე თემაზე: მუნიციპალიტეტის 2022 წლის კაპიტალური ბიუჯეტის შესრულების დანართი (წყარო: ფაქტ მეტრი)

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.