გორის მერიამ სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების გასახორციელებისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს “გს-ან”, რომელმაც უნდა მოამზადოს 37 სოფელში დაგეგმილი სხვადასხვა სამუშოებისთვის საპროექტო დოკუმენტაცია.
ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი სამუშაოების-სასმელი წყლების, შემოღობვის სამუშაოების, გზების და ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ძირითადად ისეთი პროექტები შეირჩა, როგორიცაა სასაფლაოს შემოღობვა, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა და გზების მოწესრიგება.