გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულოს გაიხსნა. გორის მერიის ინფორმაციით, საპატიო კონსულის პოზიციაზე ირაკლი კაკალაძე დაინიშნა.
გახსნის ღონისძიებაზე ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საკონსულოს გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ რეგიონის გუბერნატორი, გორის მერი და საკრებულოს თავმდჯომარეც.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, საქართველოში პარტნიორი ქვეყნის საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ყაზახეთთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
საკონსულო გორში, სასტუმრო “ჯორჯია გოლდში” იფუნქციონირებს.
დატოვეთ კომენტარი