სტატიები

რა თანხა იხარჯება მინი მოედნების მოსაწყობად შიდა ქართლში 

შიდა ქართლში  ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოსაწყობად მერიები ტენდერებს ხშირად აცხადებენ. მიმდინარე თვეში გორის მერიას ამ მიმართულბით 5 ტენდერი აქვს გამოცხადებული. ხაშურისა და კასპის მერიებს კი გასულ თვეებში აქვთ ტენდერით შერჩეულ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებული. საერთო ჯამში, ამ დროისთვის შიდა ქართლში მინი მოედნების მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ხუთი სპორტული მოედნის გაკეთება, რისთვისაც 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. 
  • კარბში – 133 175 ლარი; 
  • ქვემო ხვითში – 140 565 ლარი; 
  • ნიქოზში – 91 724 ლარი; 
  • კარალეთის დევნილთა დასახლებაში – 142 685 ლარი. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ორი სტადიონისთვის გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც პრეტენდენტი უკვე შერჩეულია. სამუშაოებისთვის 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. 
  • სურამში – 143 109 ლარი; 
  • ოსიაურში – 171 718 ლარი. 

სურამში ცენტრალური სტადიონი მოწესრიგდება

კასპის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სამი მინი მოედნის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 276 856 ლარი დაიხარჯება. 
  • აღაიანში (სვანების დასახლება) – 100 000 ლარი;  
  • თელიანში – 86 498 ლარი; 
  • ახალციხეში – 90 358 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ოთხივე მუნიციპალიტეტში მინი მოედნების მოსაწყობად შერჩეული კომპანიების ნაწილს ხელშეკრულების ვადაგადაციელბა უფიქსირდებათ. მაგ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ  ქვემო გომში ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოსაწყობად შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადებს უკვე 133 დღით გადააცილა. იგივე მდგომარეობაა მეტეხსა და ოკამში, სადაც შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადას 223 დღით გადააცილა, თუმცა აღნიშნულ სოფლებში მერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოედნების მოწყობა დიდი ხანია დასრულებულია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.