საცხოვრებელის შეცვლის გამო, სურამში მცხოვრებ კილაძეების 5-სულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. როგორც გიორგი კილაძე ამბობს, სახლი ბანკმა ვალების გამო გაუყიდათ,
“ჩვენი საკუთარი ბინა ბანკმა ვალების გამო გაგვიყიდა და მას მერე, პროფტექნიკუმის ყოფილ შენობაში ვცხოვრობდით, მაგრამ ახლა რეაბილიტაცია დაიწყო და მოგვიწია საცხოვრებელის შეცვლა. ამის გამო, სოციალურმა სააგენტომ დახმარება მოგვიხსნა. კანონში ასე წერიაო მითხრეს”, – გვითხრა გიორგი კილაძემ.
ის მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, ახლა დროებით ახლობლის სახლში ცხოვრობს.
“სურამში ეხლა მალხაზ ლომიძის სახლში ვცხოვრობთ კეთილი ადამიანები ეს დღეები მოდიან და გვეხმარებიან,მალხაზიმაც მითხრა სანამ შენ სახლში არ გადახვალ აქ იცხოვრეო ქირა არ მინდაო”, – გვიყვება გიორგი კილაძე.”
სოციალური დახმარება ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, რადგან როგორც გიორგი კილაძე ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მუშაობა არ შეუძლია.
“ინსულიტი გადავიტანე და მუშაობა არ შემიძლია ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული. ბავშვები სკოლაში დადიან, უფროსი 11 წლისა, შუათანა 9 წლის, ხოლო პატარა 7 წლისაა. მეუღეც მაგიტომ ვერ ახერხებს მუშაობს, რომ ბავშვები სკოლაში დაჰყავს, ყურადღება სჭირდებათ”.
კილაძეების ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“ესაა ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000876324300. მიმღები შორენა ნოზაძეა. კეთილი ადამიანების იმედზე ვართ, სხვა შემოსავალი ჩვენ ოჯახს არ აქვს”.