ახალი ამბები

გორში სამხედრო – სალაშქრო მომზადების კურსი დაიწყო 

გორში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსი დაიწყო.

კურსებში მონაწილეობას 14 წლიდან ასაკის ახალგაზრდები იღებენ. 

“ახალწვეულებმა პირველი გასვლის ფარგლებში, მთიან რელიეფზე, 10 კმ- იანი მარშრუტი დაფარეს. ივარჯიშეს ელემენტარულ სამწყობრო მომზადებაში”, – ამბობენ ლეგიონის წარმომადგენლები. 

ლეგიონის ოფიციალური პარტნიორია თავდაცვის სამინისტრო.

დატოვეთ კომენტარი