ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად გააცნობენ. ამის შემდეგ, 53 წლის ი.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის სასამართლო იმსჯელებს.
ი.კ -ს თანასოფლელის, მისივე ასაკის ჯონი ნოზაძის განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
დანაშაული 24 აპრილს მოხდა, გამოძიების ინფორმაციით ი.კ.-მ ნოზაძეს ჭრილობები ავტომატიდან გასროლით მიაყენა. არსებული ინფორმაციით, გამოძიება შურისძიების მოტივზე მუშაობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დატოვეთ კომენტარი