შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მანდატურის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ეს პოზიცია ვაკანტური 4 სკოლაშია:
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში – 1 ვაკანსია;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზერტი – 1 ვაკანსია;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მერეთი – 1 ვაკანსია;
- კასპი – 1 ვაკანსია.
აღნიშნულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება 1 000 ლარს შეადგენს.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ბმულს: https://bit.ly/3N8AGan
პოზიციაზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილია.
დატოვეთ კომენტარი