გორში დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთნენ, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“აქციის მონაწილეებმა წმინდაწყლის დასახლებაში არსებული სკვერი გაამწვანეს. მათ 100 – მდე ტუხტის, იფნისა და ტუიის ნერგი დარგეს. დედამიწის დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა”, – აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით აღინიშნება. ღონისძიებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით მსოფლიოს 192 ქვეყანა უერთდება. 22 აპრილს დედამიწის დღეს მსოფლიო 1970 წლიდან აღნიშნავს.