ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლაში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ განხორციელება დაიწყო.
“სოფელ ტკოცის ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლე/მასწავლებლებს დაინტერესების შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სკოლაში არსებული თანამედროვე კაბინეტ-ლაბორატორიებით და აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი უახლესი ტექნიკური საშუალებებით”, – ამბობს ტკოცის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ლომიძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი რესურსებით STEM და ინგლისური სივრცე. ასევე, შეძენილია:
- თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო ენციკლოპედიები, ლექსიკონები (ინგლისურ ენაზე); სავარჯიშო ტესტები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის;
- STEM საგნების გაღრმავებულად სწავლებისათვის რესურსები (არდუინოს და ელექტრონული კომპონენტების ნაკრებები – STEM პროექტების შესაქმნელად;
“მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შექმნან და დაბეჭდონ სივრცითი ფიგურები 3D პრინტერის მეშვეობით. ასევე, Okulus-ვირტუალური რეალობის სათვალე და შექმნან, იმოგზაურონ, წაიკითხონ”, – ამბობს სკოლის დირექტორი.
პროექტის განხორციელების შედეგად :
- სოფლის ახალგაზრდობას მიეცემათ STEM საგნებში გაღრმავებულად სწავლის თანაბარი შესაძლებლობა;
- მოხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკით გამყარება; შექმნიან სხვადასხვა სახის ინოვაციურ პროექტებს;
- მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ ინგლისური ენის უნარების განსავითარებლად.