გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდრი გამოაცხადა.
საბავშვო ბაღის შენობა უნდა იყოს გათვლილი 8 ჯგუფზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს:
- ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი , სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი);
- დირექტორის ოთახი;
- პერსონალის ოთახი;
- სანკვანძი პერსონალისათვის;
- საშხაპე;
- დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
- დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსოთი;
- კვების ბლოკი;
- სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
- საუთოვებელი ოთახი;
- სამრეცხაო ოთახი;
- თეთრეულის შესანახი სათავსო;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი;
- სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
- ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
- ჰოლი; მნის ოთახი;
- დაცვის ოთახი.
შენობა Design-Build მეთოდით აშენდება და 4 500 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესრულების ვადა 18 თვეა.
დატოვეთ კომენტარი