სოფელ დვანიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი 30 წლის დიმიტრი მამაგულაშვილია.
როგორც “მოზაიკას” ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად აღდგომას სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნავდა, რა დროსაც ის ფორმიანებმა გაიტაცეს.
დიმიტრი მამაგულაშვილის გატაცების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. სავარაუდოდ, მას ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გაასამართლებენ.
დატოვეთ კომენტარი