ახალი ამბები

ხაშურის მერია ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას გეგმავს 

ხაშურის მერიას ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია სურს. 

მერიამ გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისთვის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად. 

აღნიშნული მომსახურებისთვის უწყებას 15 254 ლარი აქვს გათვალისწინებული. შერჩეულ კომპანიას მომსახურების მიწოდებისთვის 40 დღე ექნება. 

დატოვეთ კომენტარი