ახალი ამბები

10 ც. კვერცხი, 1 კგ. შაქარი – რა მიიღეს ქარელის მერიისგან სასადილოს ბენეფიციარებმა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ უფასო სასადილოს 90 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა.

“უკვე ტრადიციათაა ქცეული, რომ მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ კატეგორიას წელიწადში რამდენჯერმე, დღესასწაულებთან დაკავშირებით, ეხმარება სასაჩუქრე სასურსათო პაკეტით”, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაკეტის შემადგენლობაში შედიოდა: 

  • 10 ცალი კვერცხი;
  • 0,5 კგ. პასკა;
  • 0,25 კგ მარგარინი;
  • 1 კგ შაქარი;
  • 1 ქილა შესქელებული რძე. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი