ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე ცენტრალური სკვერი რეაბილიტაცია იგეეგმება.
“ქარელში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრირცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაოება უკვე დაწყებულია”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ, ქარელის მერის მოადგილემ.
პროექტის საორიენტაციო ღირებულება 1 800 000 ლარია. როგორც მაწონაძე ამბობს, საპროექტო დავალების მიხედვით უნდა განხორციელდეს:
- საფეხმავლო ბილიკები;
- დეკორატიული განათება;
- საპარკე სკამები;
- საჩრდილობელი ფანჩატურების მოწყობა;
- საბავშვო ატრაქციონების მოწყობა,
- სარწყავი სისტემის მოწყობა;
- მწვანე ნარგავების განაშენიანება.
ინფორმაციისთვის, ქარელის ცენტრალური სკვერის ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარეობს. ეს ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა ქალაქში.
ამავე თემაზე: ქარელის სკვერი, რომელზეც 38 000 ლარი დაიხარჯა, მოქალაქეებმა გაძარცვეს – ფოტოები
2015 წელს, მისი მოწყობისთვის 38 000 ლარი დაიხარჯა – დაიგო ფილაქნები, დამონტაჟდა სკამები, ლამპიონები და საბავშვო ატრაქციონები, თუმცა ამ დროისთვის სკვერი მოუვლელი და უსარგებლოა.