კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
კასპის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
კასპის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა იგეგმება:
- ფერმაში;
- ოკამში;
- ლამისყანაში;
- მეტეხში;
- ახალციხეში;
- ქვემო გომში;
- თვალადში;
- ახალქალაქში;
სამუშაოების დასაწყებად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა.
დატოვეთ კომენტარი