გორში, სოფელ ბერბუკის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ისინი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით, მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და უტარდებათ შესაბამისი კვლევები.
“ჰოსპიტალში შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი – ქალი და მამაკაცი. ქალს აღენიშნებოდა თავის ტრავმა, შუბლის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა და ასევე ზედა კიდურის ტრავმა. მამაკაცს ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევება”, – განაცხადა იგორ გეორგიანმა, ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, სოფელ ბერბუკის გადასახვევთან პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.