“მოგი…ანთ დედები” – ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოქალაქეებს აგინებს. ილია ქელეხსაშვილი ბოღმიანებს, უნამუსოებს და ბოროტებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ქარელის მერის ქონების მიმართ კითხვის ნიშნები აქვთ.
“სახლი შეიძინაო. იქნებ ბანკის ვალებიც დაგეწერათ რამდენი აქვს. თავისი შრომით ყიდულობს ბოღმებო. ფსევდონიმები რომ ილანძღებიან იმდენი ვაჟკაცობაც არაგაქვთ ღიად რომ გამოჩდნენ. მოგი….ანთ დედები. ცილს რომ წამებთ მოიპარო, რომ ვერ დაამტკიცოთ, მოგ….ანათ დედები. უნამუსოები ხართ, ღძუ და ბოროტები”, – ასე მიმართავს ქელეხსაშვილი იმ ადამიანებს, რომლებსაც ზაზა გულიაშვილის მიერ თბილისში მე-3 ბინის შეძენას კრიტიკულად გამოეხმაურნენ.
ამავე თემაზე: ქარელის მერმა თბილისში მე-3 ბინა იყიდა
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა თბილისში მე-3 ბინა იყიდა. მან საჯარო რეესტრის ბიუროს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით, 27 მარტს მიმართა.