ახალი ამბები

კასპის სამ სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 6 000 000 ლარი დაიხარჯება 

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ლამისყანაში, მეტეხში და ახალციხეში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება. სამუშაოებისთვის  6 874 692  ლარია გათვალისწინებული. მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

საბავშვო ბაღები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდი უნდა აშენდეს. 
  • ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი , სან კვანძი, სამზარეულო (ბუფეტი)];
  • დირექტორის ოთახი;
  • პერსონალის ოთახი;
  • სანკვანძი პერსონალისათვის;
  • საშხაპე;
  • დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
  • დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსით;
  • კვების ბლოკი;
  • სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
  • საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;
  • თეთრეულის შესანახი სათავსი;
  • დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
  • სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
  • ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
  • ჰოლი;
  • მნის ოთახი;
  • დაცვის ოთახი.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი