გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის თვითმართველობის ინიციატივით, გიორგი კუზიბაბაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ანიმაციური ფილმების კვირეული მოეწყო.
ქველმოქმედებით 600 ლარზე მეტი შეგროვდა, რომელიც გიორგის მკურალობისთვის გადარიცხეს.
“თვითმართველობის ინიციატივით, მოეწყო საქველმოქმედო ანიმაციური ფილმების კვირეული. ერთი კვირის განმავლობაში, 4 ფილმი იქნა ნაჩვენები. ბილეთის ფასი სიმბოლურად 2 ლარი იყო, თუმცა მოსწავლეები უფრო მეტს გვაძლევდნენ, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. შეგროვილი თანხა გიორგის დედის ანგარიშზე გადავრიცხეთ”, – ამბობს მამუკა ზოლოტარიოვი.
დატოვეთ კომენტარი