ახალი ამბები

გორის 3 სოფელსა და ფურცელაძის ქუჩაზე გზის მოწყობისთვის 1 068 790 ლარი გამოიყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ხიდისთავში, კოშკებში და გორში, ფურცელაძის ქუჩის ჩიხის რკინა-ბეტონის გზების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 1 068 790 ლარია გათვალისწინებული. 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია: 

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მე-5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ფურცელაძის ქუჩის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.