ახალი ამბები

ურბნისსა და დვანში საბავშვო ბაღის შენობების დემონტაჟი მოხდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში დვანსა და ურბნისში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 81 147 ლარია გათვალისწინებული.

  • სოფელ დვანის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოები ღირებულებით არაუმეტეს 67147 ლარი. სამუშაოების განსახორციელებელი ვადა 42 კალენდარული დღე.
  • სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოები ღირებულებით არაუმეტეს 14 000 ლარი, სამუშაოების განსახორციელებელი ვადა 14 კალენდარული დღე.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 56 (ორმოცდათექვსმეტი) კალენდარული დღე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.