შიდა ქართლში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნტქტები სამ ადგილას, გორში, ხაშურსა და რუისში გაიხსნა.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლოკოკინების ჩაბარება ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო წილკანში მდებარეობს, სადაც უკვე ასობით ტონა ლოკოკინა ჩაიბარეს.
“ფასები ქარხანაში ჩაბარების არის 1.30 თეთრი. რაც შეეხება ჩამბარებელ პუნტქტებს, შარშან 80-90 თეთრამდე იყო, წელს კი ერთ კილოზე ფიქსირებული 1 ლარია. მოსახლეობის მხრიდან ინტერესი დიდია და აქტიურობაც მზარდია”, – გვითხრა სოსო ჩალაბაშვილმა.
ჩალაბაშვილის თქმით, წელს დაგეგმილია ჩამბარებელი პუნქტების გახნსა იმერეთშიც. კერძოდ, საჩხერეში, ზესტაფონში და ჭიათურაში.
“ჩვენ ექსპორტზე გაგვაქვს ლოკოკინები, კერძოდ საფრანგეთში. მიმდინარეობს ცალკე ხორცის და ცალკე ნიჟარი დამუშავება, ანუ ორი პროდუქტი გაგვაქვს. დაახლოებით ასობით ტონა ლოკოკინა ჩავიბარეთ წელს”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.