სტატიები

ნაგავმზიდები და სპეც. მანქანები – 700 000 ლარი ქარელის მერიამ მანქანების შესაძენად დახარჯა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს ორი ნაგავმზიდი და ორი სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. ამის შესახებ “მოზაიკას” ქარელის მერიიდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს შეიძინა ნაგვის გასატანი მანქანა “ფორდ ტრიუსკ”  1833 დ.ც, რომელშიც 306 350 ლარი გადაიხადეს. 

რაც შეეხება დანარჩენ მანქანებს, ქარელის მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის შესაბამისი ხელშეკრულებებია გაფორმებული შემდეგი ავტომანქანების შესაძენად: 

  • ნაგავმზიდი მანქანა “კატ/ჰრპ/16”,  ღირებულება – 312 557 ლარი; 
  • ორი ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანპორტო საშუალება (ამწე კალათა) კრბ-ტპ142 თითოეულის ღირებულება 190 400 ლარი .

აღნიშნული ავტომანქანების შესაძენად თანხა გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან.  

“აღნიშნული მანქანები შეძენილი შპს “ქარელის კეთილმოწყობის ცენტრისთვის”. ჯამში, დაიხარჯა 380 800 ლარი”, – განმარტავენ უწყებაში. 

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ამჟამად, ირიცხება 8 სამსახურებრივი ავტომობილი. უწყების ცნობით, აქედან ორით სარგებლობენ თანამდებობის პირები – მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო თავმჯდომარე, დანარჩენი კი სამორიგეო ავტომობილებია.

ქარელის მერიამ 645 000 ლარად 2 ნაგავმზიდი შეიძინა

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.