ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში მრავალწლოვანი ტირიფები მოჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახლ-მუზეუმის დირექტორი, ნათია ადუაშვილი ავრცელებს და მიზეზად, უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახალებს.
“მრავალი წლის წინ დარგული ტირიფის ხეები დაბერდა და დაზიანდა, რაც უკვე საფრთხეს უქმნიდა როგორც დამთვალიერებლებს, ასევე სახლ-მუზეუმს და ეზოში მდგარ ეკლესიას. წლების წინ, ვისაც გახსოვთ, ძლიერი ქარის დროს ეს ტირიფი გადაწვა და დააზიანა ეკლესიის გუმბათი და იაკობის ბიუსტი. განზრახული იყო მისი მოჭრა, თუმცა ჩემი და ეკლესიის მოძღვრის მამა თადეოზის თხოვნით, არ მოჭრეს, მხოლოდ გადაბელეს და ისევ ფეხზე დავაყენეთ. ტირიფი ისევ გაიზარდა და ტოტებს ვეღარ იმაგრებდა და ტყდებოდა, რაც საშიშროებას უქმნიდა როგორც აქ მოსულ ვიზიტორს, ასევე მრევლს და მუზეუმს”, – წერს ნათია ადუაშვილი.
მუზეუმის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოჭრილი ხეების ნაცვალდ დარგეს 15 ძირი ჩინური ნაძვი, კვიპაროსი და ფიჭვი.