გორში, სპორტის სასახლე ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს „Georgian Spring 2023“- ს და „Golden Cup 2023“- ს უმასპინძლებს.
პროექტს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებით, საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.
გამოფენები სპორტის სასახლეში 8 – 9 აპრილს, 11 საათზე დაიწყება და მონაწილეობას 600 – ზე მეტი ჯიშიანი ძაღლი მიიღებს, აქედან 360 ძაღლი გორს უცხო ქვეყნებიდან ესტუმრება.
საერთაშორისო გამოფენაზე გორში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.
მერიის თქმით, პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება. გამოფენები ასევე მიზნად ისახავს კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.