ბერშუეთში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულ ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე, თავდასხმას გულოსხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბერშუეთში 4 პირი დააკავეს. მათგან ორს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
ამავე თემაზე: ბერშუეთში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს