ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლას 22 კომპიუტერი უსასყიდლოდ გადაეცა.
“ქარელის საგანმანათლებო რესურსცენტრსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფარგლებშიც სკოლას უსასყიდლოდ გადაეცა 22 946 ლარის ღირებულების 22 ცალი პორტაბელური კომპიუტერი Lenovo V15 G2”, – განმარტავს სკოლის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, ტექნიკა შეძენილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ავტორიზაციის მიზნით შერჩეული პირველი ნაკადის სკოლებისთვის, რომელთა შორისაც არის ბებნისის საჯარო სკოლა.
ინფორმაციითვის, ავტორიზაციის პირველ ეტაპს ქარელის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლა გაივლის. ავტორიზაციის პროცესი 2027 წლამდე უნდა დასრულდეს.