საკრებულოს წევრების მიერ სხდომებზე დასწრების სტატისტიკის მიხედვით, შიდა ქართლში 2022 წელს ყველაზე მეტი გაცდენა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაფიქსირდა, – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნდა,
IDFI-ის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ 27 წევრი ჰყავს, მთელი წლის განმავლობაში კი სხდომების გაცდენის 111 შემთხვევა დაფიქსირდა.
“გაცდენების მაღალი მაჩვენებლით ხაშურის საკრებულო, რეგიონში პირველ, ქვეყნის მასშტაბით კი მერვე ადგილს იკავებს”.
IDFI შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს დასწრების სტატისტიკასაც აქვეყნებს:
- გორის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, გაცდენების რაოდენობა კი 89;
- ქარელის საკრებულოში დეპუტატების რაოდენობა 2, გაცდენები რაოდენობა კი 56, საიდანაც 21 გაცდენა არასაპატიო მიზეზად ჩაითვალა.
- კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 დეპუტატი ირიცხება, გაცდენების რაოდენობა 20 შემთხვევა, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია შიდა ქართლის მასშტაბით.
დატოვეთ კომენტარი