ახალი ამბები

გორში, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს სროლის დროს დაჭრილის სახლში ატარებს 

გორში, სადგურის დასახლებაში პოლიციის 10-მდე ეკიპაჟია მობილიზებული. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ერთი თვის წინ, სროლის დროს დაჭრილი მამაკაცის სახლში მიმდინარეობს. 

ადგილზე მყოფი პოლიციელები კომენტარს არ აკეთებენ. ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც შსს-ს გაუვრცელებია. 

შეგახსენებთ, რომ 35 წლამდე მამაკაცი ჰოსპიტალში 28 თებერვალს მოათავსეს, როცა მას და მის მეგობარს სადგურის დასახლებაში ესროლეს. მისი მეგობარი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ის კი საავადმყოფოდან ერთი კვირის წინ გაწერეს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.