გორისა და ატენის მიტროპოლიტი უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერას უცხადებს და მიტროპოლიტ ონოფრეს წერილს სწერს. საუბარია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეზე, რომელსაც კიევ-პეჩორის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა.
ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქომ თავის ოფიციალურ გვერდზე სხვა მხარდამჭერ განცხადებებთან ერთად გამოაქვეყნა. წერილში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ამბობს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ძალისმიერი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო კანონების მიხედვით.
“საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მძიმე გამოცდა. ბევრი მორწმუნე ავლებს პარალელს ბოლშევიკურ პერიოდში ეკლესიის დევნასთან. ვლოცულობთ ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისათვის თქვენს ქრისტესმოყვარე სამშობლოსათვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მისი მეთაურობით, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრესი, სინოდის წევრების, თანამოძმეების და მორწმუნე ხალხის”, – ციტირებს რუსეთის საპატრიარქო გორისა და ატენის მიტროპოლოტის სიტყვებს.
ცნობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილია. 2013 წელს კი, მიტროპოლიტი ონოფრე ვლადიმირ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული.