მიშა მაზანაშვილი – კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში დეცა. ახალგაზრდა მამაკაცი უკრაინაში, ბახმუტთან დაიღუპა, არაოფიციალური ინფორმაციით ის ჭურვმა იმსხვერპლა.
მიშა მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან არის, ის უკრაინაში ერთი წლის წინ წავიდა. ადგილობრივების თქმით, მაზანაშვილს სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. ის მსახურობდა, როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ასევე ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. მას ხვალ, 2 აპრილს 30 წელი უსრულდებოდა.
დატოვეთ კომენტარი