ხაშურში, ტურისტული ცენტრის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 197 402 ლარია გათვალისწინებული.
“პროექტის ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტილის გარე განათებები, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, იქნება გაზონები, სადაც დაირგვება ბუჩქოვანი ტიპის მცენარეები და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ტენდერი გამოცხადებულია ასევე ხაშურში, მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვისაც.
დატოვეთ კომენტარი