ვისაც სად უნდა იქ, რომ აჩერებს ტრანსპორტს, ეს ასე აღარ იქნება, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქარელის მერმა.
მისი თქმით, მდგომარეობას კამერები გამოასწორებს, რომლებიც ქარელში ცენტრალურ ქუჩაზე კამერები განთავსდება.
“გასულ წელს შევიძინეთ 12 ერთეული კამერა, რომელიც 112-შია ჩართული. გზის რეაბილიტაციაც პარალელურ რეჟიმი მიმდინარეობს და ქარელში ქაოტურ მოძრაობის მოწესრიგებაში კამერები მოგვეხმარება. ვისაც სად უნდა იქ, რომ აჩერებს ტრანსპორტს ეს ასე აღარ იქნება”, – განაცხადა გულიაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილები გამოიყოფა პარკირებისთვის.
“სანიშნე ნიშნები იქნება მითითებული და სადაც პარკირება იქნება, იქ მოხდება ყველა ავტომანქანის გაჩერებას. ანალოგიურად იქნება ადგილები, სადაც ტაქსებს შეეძლებათ, რომ გაჩერდნენ. ესე ქაოტურად ტაქსებიც ვეღარ დადგებიან ქარელში, კეთილი ინებონ და გადავიდნენ რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც ადგილებია” – განმარტა გულიაშვილმა.