განახლებულის რეგიონების ფარგლებში დაწყებული ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია კომპანიამ “საბა კონსტრაქშენ” დაიწყო, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერით შეარჩია.
გორში პროექტის განხორციელება ორ ეტაპად დაიგეგმა, სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპი მიმდინარეა. სამუშაოების მთლიანი ღირებულებამ 20 000 000 ლარს შედგენდა.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ფასადების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი 2 წელს შეადგენს. ასევე 2 წელი აქვს სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადაც.
რა მოხდება 2 წლის შემდეგ, თუ ფასადები დაზინადება ან დამატებითი სამუშაოები ჩატარება გახდება აუცილებელი?
შემსრულებელი კომპანია, მხოლოდ საგარანტიო პერიოდში იქნება ვალდებული საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება.
“მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული საპროექტო მომსახურება იქნება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, არ გამოავლენს ხარვეზებს და შესრულებული იქნება მაღალხარისხოვნად, წინააღმდეგ შემთხვევაში , იგი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ის გამოსწორება”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
ვინ იქნება პასუხისმგებელი საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ, შესაძლო გამოვლენილ ხარვეზებსა და თუ დაზიანებებზე ამაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია.