ხაშურის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა 2023 წელს ავტორიზაციას გაივლიან. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა “მოზაიკას” უთხრა, ავტორიზებულ სკოლებს სტატუსი 6 წლის ვადით მიენიჭებათ.
“ავტორიზაცია ეს არის სტატუსის მოპოვების პროცედურა. მხოლოდ ავტორიზებულ სკოლებს აქვთ კანონომდებლობით ხარისხის განვითარების შესახებ, საქმიანობის და ატესტატის გაცემის უფლება. ავტორიზაცია 2023 წელს დაიწყება და 2026 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს”, – გვითხრა გოგუაძემ.
ავტორიზაციის გავლისთვის, განაცხადი გააკეთეს:
- ხაშურის N1 საჯარო სკოლამ
- ხაშურის N3 საჯარო სკოლამ
- ხაშურის N7 საჯარო სკოლამ
- ხაშურის N9 საჯარო სკოლამ
- ფლევის საჯარომ სკოლამ
- ქემფრის საჯარო სკოლამ
- სატივეს საჯარო სკოლამ.
როგორც ზვიად გოგუაძე ამბობს, ავტორიზაციის პროცესში არის 4 ტიპის შესაძლებლობა:
- სკოლები სრულ შესაბამისობაში არიან ავტორიზაციის სტანდარტებთან და გააგრძელებენ ავტორიზებულ რეჟიმში მუშაობას.
- მეტწილად შესაბამისობაში არიან და თუ რაიმე ხარვეზი გამოვლინდება, 1 წლის მანძილზე უნდა გამოასწორონ სკოლებმა.
- ნაწილობრივ შესაბამისობაში არიან ავტორიზაციის სტნდარტებთან და 2 წლის მანძილზე უნდა გამოასწორონ ეს ხარვრზები .
- ავტორიზაციასთან სრულად შეუსაბამო თუ დადასტურდა, ეს იქნება უკიდურესი შემთხვევა და სკოლას არ ექნება უფლებამოსილება ფუნქციონირების გასაგრძელებლად.
ინფორმაციისთვის, ზვიად გოგუაძე სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრიცაა.
დატოვეთ კომენტარი