სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი კლინიკაში რჩება. ის შეუძლოდ იმ დროს გახდა, როცა მისთვის ბრალი უნდა წარედგინათ. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიწყვანა.
კლინიკაში ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ჯერჯერობით კლინიკაში რჩება.
“პაციენტი შემოსვლისას უჩიოდა ტკივილს გულმკერდში და თავის ტკივილს, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, რჩება მსუბუქი ჰიპერტენზია. მიმდინარეობს ამ ეტაპზე დაკვირვება და კვლევა. განმეორებით, ჩაუტარდება გამოკვლევები, როცა მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაშინ დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკის მენეჯერმა, ნინო მაისურაძემ.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონაზე განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს.