ახალი ამბები

ხაშურში, მუსიკალური სკოლის მიმდებარედ ტერიტორია მოეწყობა

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის მიმდებარედ ტერიტორია მოეწყობა. მერიამ ამისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა და ბიუჯეტიდან 141 000 ლარი გაითვალისწინა.

დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:

  • ტერიტორიაზე არსებული ბორდიურების დემონტაჟი, ტროტუარის მოწყობა დაწნეხილი ბეტონის ფილით და ტროტუარის გასწვრივ ჩაიგოს ორფენიანი ბეტონი;
  • მოედანზე მოეწყოს რ.ბ. მონოლითური საყრდენი კედელი, კედელი სავალი ნაწილის მხრიდან უნდა იყოს სუფთა ზედაპირით, მოპირკეთებისა და შეღებვის გარეშე. მოედანი მოსწორდეს გრუნტით, მოეწყოს ნაყოფიერი მიწა 15 სმ და დაიგოს საბაღე გაზონი (ბელტი), მოედნის ცენტრში მოეწყოს არფა;
  • დემონტაჟი ჩაუტარდეს მუსიკალური სკოლის მიმდებარედ არსებული კედელს. ქვის საფუძველზე დაშენდეს კედელი წვრილი სამშენებლო ბლოკით (40სმ), გარედან და შიგნიდან კედელი შეილესოს ქვიშაცემენტის ხსნარით სალეს ბადეზე, გარედან (ქუჩის მხარე) კედელი გაილესოს ე.წ. მიუნჰენით დაიგრუნტოს და შეიღებოს ფასადის საღებავით. შგიდნიდან (მოსახლეობის მხარე) კედელი დაიშხეფოს დეკორატიული ცემენტით.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 49 დღეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი