ახალი ამბები

მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში გაემგზავრებიან

გორელი ახალგაზრდები მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში, ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

მარიამი და ელენე „დებატების ჩემპიონატის“ გამარჯვებულები გახდნენ, რომლის ორგანიზატორი “გორის ახალგაზრდული ცენტრი” იყო. 

ჩემპიონატში  14 – დან 25 წლამდე ასაკის 60- მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

პროექტი მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და დებატის კულტურაში დახელოვნებას.

„დებატების ჩემპიონატი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამით განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.