ახალი ამბები

“ეს პოლიციელი მუქარის კომენტარებს წერს ანი ბალიაშვილის მისამართით” – ბადრი ბასიშვილი 

ბადრი ბასიშვილი ენმ-ს წევრისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის მისამართ სავარაუდო მუქარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბასიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა ანი ბალიაშვილის მისამართით მუქარის შემცველი კომენტარები დაწერა. 

“ეს პიროვნება, რობიზონ ღარიბაშვილი პოლიციელია. იმის მაგივრად, რომ საზოგადოების სიმშვიდეზე ზრუნავდეს, სოციალურ ქსელში, სამუშაო საათებში მითუმეტეს, მუქარის შემცველ კომენტარებს წერს გორის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილის, ანი ბალიაშვილის მისამართით. ასეთი პოლიციელები ნამდვილად სახელს უფუჭებენ ერთ დროს საამაყო საქართველოს პოლიციას! კომენტარები წაშალა, თუმცა მოვასწარით შენახვა და შესაბამის სამსახურს ვაცნობებთ რეაგირებისთვის”, – წერს ბასიშვილი. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით ენმს-ს ოფისში 13:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. 

დატოვეთ კომენტარი