გორში, კომბინატის დასახლებაში, კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
ფაქტი “მოზაიკას” შსს-მაც დაუდასტურა. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო იყო და ღამეს სხვენში ათევდა ხოლმე. ადგილობრივებმა კი სადეზინფექციო სამსახური უსიამოვნო სუნის გამო გამოიძახეს.
დატოვეთ კომენტარი