აგარაში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას 188 196 ლარი მოხმარდება
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრიბუნისა და ღობის დაზიანებული ნაწილის, ასევე გასახდელი შენობისა და მოედნის რეაბილიტაცია.
“სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა „ბარსონ ბილდსი“. რეაბილიტაციაზე 188 196 ლარი დაიხარჯება”, – უთხრეს “მოზაიკას” ქარელის მერიაში.
დატოვეთ კომენტარი