ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ ისარგებლონ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდით, რადგან მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარე მტკვარზე სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და კატეგორიულად აკრძალულია მისი ექსპლუატაცია. გთხოვთ ისარგებლოთ შემოვლითი გზით სოფლების: თაგვეთისა და ხცისის მხრიდან. მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ამ საკითხზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი