ახალი ამბები

გორში, ერთ-ერთ სასტუმროში პოლიცია გამოიძახეს 

გორში, სტალინის გამზირზე, ერთ-ერთ სასტუმროში, პოლიციაა მობილიზებული.

“მოზაიკას” ინფორმაციით, 112-ში ქალმა დარეკა, რომელმაც სამართალდამცველების დახმარება ითხოვა.

წინასწარი ინფორმაციით, მან ძვირფასი ყელსაბამი დაკარგა. მიმდინარეობს გამოძიება და სამეთვალყურეო კამერების შესწავლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.