2022 წელს გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მერიებმა 700 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი იყიდეს, რისთვისაც საერთო ჯამში 492 900 დახარჯეს.
ხაშურის მერია
მერიებიდან ყველაზე ძვირიანი ნაგვის კონტეინერები ხაშურის მერიამ შეიძინა კომპანიისგან, რომლის დირექტორსაც 2016 წელს “ქართული ოცნებისთვის” 40 000 ლარი აქვს შეწირული. უწყბამ ბერძნული წარმოების ლითონის კონტეინერებში 159 900 ლარი გადაიხადა.
ამავე თემაზე: 1600 ლარი ერთ კონტეინერში – ხაშურის მერიამ გასულ წელს 100 ნაგვის კონტეინერი იყიდა
ქარელის მერია
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს 200 პლასტმასის ნაგვის კონტეინერი შეიძინა კომპანია “უნიპაკისგა”, რომელსაც 111 000 ლარი გადაუხადა, თითო კონტეინერის ფასმა 555 ლარი შეადგინა.
გორის მერია
კომპანია “უნიპაკისგან” შეიძინა კონტეინერები გორის მუნიციპალიტეტის მერიამაც. უწყებამ 200 ცალ ურნაში 111 000 ლარი გადაიხადა.
კასპის მერია
გორის და ქარელის მერიების მსგავსად, კასპის მერიამაც 200 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი იყიდა და ხელშეკრულება იგივე კომპანიას გაუფრომა, რომელსაც ასევე 111 000 ლარი გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმა 555 ლარიანი ნაგვის ურნების შეძენა ამჯობინეს, განსხავებით ხაშურის მერიისგან, რომელმაც ერთ ცალ რკინის კონტეინერში 1600 ლარი გადაიხადა.