ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტის მეპატრონე ნათია იაკობაშვილი გაჭირვებულ მოსახლეობას პურს და სხვადასხვა ნივთებს უფასოდ სთავაზობს.
ამის შესახებ ნათიამ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ქარელში ვისაც ძალიან უჭირს ისე, რომ პურის ყიდვის საშუალებაც არ აქვს ვთავაზობ ჩემი მარკეტიდან პური ყოველდღე უფასოდ წაიღონ,ასევე შემიძლია დავეხმარო ტანსაცმლით და სხვადასხვა ნივთებით”, – წერს ნათია იაკობაშვილი.
დატოვეთ კომენტარი