ავტორი: ჟანა თარხანოვა, JAMnews
ალან გაგლოევის პირველი შეხვედრა პუტინთან შედგა. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა თანამდებობის დაკავებიდან მხოლოდ ათი თვის შემდეგ მოახერხა.
ჩვენ გიყვებით, როგორ ჩაიარა შეხვედრამ და რატომ არ არიან ამ შეხვედრით კმაყოფილი ცხინვალში.
“მსუბუქი მინიშნება”?
ცხინვალში ბევრმა გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ალან გაგლოევის პირველი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან შედგა ყირიმის რეფერენდუმის წლისთავზე, “რომლის შემდეგაც ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილი გახდა“.
მათ მიიჩნიეს, რომ ეს იყო არა მხოლოდ დამთხვევა, არამედ „დახვეწილი მინიშნება“ გაგლოევისთვის, რომელმაც პრეზიდენტად არჩევისთანავე გააუქმა სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც დაგეგმილი იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ.
ყურადღებას იქცევს ისიც, რომ შეხვედრა არ იყო დაგეგმილი პროტოკოლის მიხედვით. კერძოდ, ორ პრეზიდენტს შორის არსებულ მაგიდაზე არ იყო რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშები.
მასალის კითხვა შეგიძლიათ განაგრძოთ ბმულზე: https://bit.ly/42wKoIN