სტატიები

გორის მერიაში ხელმძღვანელი პირების ანაზღაურებაზე თვეში 97 000 ლარი იხარჯება

გორის მერიაში 9 სამსახური მუშაობს, რომლებიც საქმიანობას მათ ქვეშ არსებულ განყოფილებებთან ერთად ახორციელებენ. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, თუ როგორ განისაზღვრა გორის მერიაში მომუშავე ხელმძღვანელი პირების ხელფასები 2023 წლის იანვრიდან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება გაიზარდა. 

  • სამსახურის უფროსი – 2 420 ლარი;
  • სამსახურის უფროსის მოადგილე – 1 936 ლარი;
  • განყოფილების უფროსი – 1 649 ლარი. 

ინფორმაციისთვის, გორის მერიის 9 სამსახურის დაქვემდებარებაში ჯამში 26 განყოფილება არსებობს. მერიისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თვიურად სამსახურის უფროსების, მოადგილეების და განყოფილების ხელმძღვანელების ხელფასებზე 82 078 ლარი იხარჯება.

სამსახურის დასახელებაგანყოფილებების ოდენობა
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური3
2. ეკონომიკის სამსახური2
3. სივრცითი მოწყობისა და ინსფრასტრუქტურის სამსახური2
4. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური4
5, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური2
6. ზედამხვედველობის სამსახური3
7. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური8
8. შიდა აუდიტის სამსახური2
9. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური0

შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან გაიზარდა მერის და მისი მოადგილეების ხელფასებიც. ამ ეტაპზე მათი ყოველთვიური ანაზღაურებაა:

  • მერი – 6 050 ლარი;
  • პირველი მოადგილე – 4 840 ლარი;
  • მოადგილე – 4 235 ლარი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.