გორში, ქალაქის ორ დასახლებაში ახალი შუქნიშნები განათასვსეს. როგორც მერიაში ამბობენ, ახალი შუქნიშნები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. შუქნიშნებს მიმართულების მაჩვენებელიც დაემატა.
საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები ორ ლოკაციაზე დამონტაჟდა, კერძოდ:
- ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე;
 - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე.
 
გორის მერიაში “მოზაიკას” განუცხადეს, რომ გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც. პროექტის ღირებულება 365 115 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










