ახალი ამბები

ქარელის მერია ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციაზე 2 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს

ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.

დოკუმენაციის მიხედვით, რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 1 800 000 ლარია.

“სკვერის სრული რეაბილიაცია უნდა განხორციელდეს, პროექტის სავარაუდო თანხა ამ ეტაპზე ეს არის. ზუსტი ციფრები პროექტის ჩამოსვლის შემდეგ გვეცოდინება”, – გვითხრა ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები